საშოს (ვაგინალური) ფლორის დარღვევა


საშოს (ვაგინალური) ფლორის დარღვევაგამოწვეულია ანტიბიოტიკოთერაპიით, ტამპონების გამოყენებით, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების განმეორებითი მიღებით, ბაქტერიული ვაგინოზით – გარდნერელოზით,კანდიდოზური და ტრიკომონური ვულვოვაგინიტით.
საშოს ფლორის ბალანსის შენარჩუნება ხორციელდება ლაქტობაქტერიებით, რომლებიც გამოიმუშავებენ რძემჟავას რაც ინარჩუნებს საშოს მჟავე გარემოს (pH 3,8 – 4,4). ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს საშოში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდისათვის არახელსაყრელი გარემოს შექმნას.
საშოს ფლორის დარღვევის ნიშნებია ქავილი, გამონადენი, სუნი, დისკომფორტი, წვა და გაღიზიანება.
საშოს ფლორის აღდგენასენიჭება უპირველესი მნიშვნელობა ქრონიკული მორეციდივე ცისტიტის მკურნალობაში, განსაკუთრებით სქესობრივად აქტიურ ქალებში და ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს. დაუშვებელია კანდიდოზური და ტრიკომონური ვულვოვაგინიტის მკურნალობა რომელსაც თან არ მოსდევს საშოს ფლორის აღდგენითი მკურნალობა. ნორმალური ფლორა თავად წარმოადგენს საშოს ჯანმრთელობის გარანტს.
ეს ადვილად გასაგები ხდება მარტივი მაგალითიდან. სქესობრივი აქტი, შარდსადენი მილის გარკვეული ანატომიური თავისებურებების გამო, განაპირობებს საშოს ფლორის მოხვედრას შარდის ბუშტში რაც იწვევს მუდმივ ცისტიტის შეტევებს. ამ მდგომარეობის მკურნალობა კომპლექსურია (რაც დრო გადის მით უფრო ხანგრძლივია მკურნალობა). მკურნალობის ერთერთი ეტაპი მდგომარეობს მინიმალურ ოპერაციაში, რომლის მიზანია აილაგმოს საშოს ფლორის მოხვედრა შარდსადენ მილში და შარდის ბუშტში.ამის მერე აუცულებელია მოხდეს საშოს ფლორის ნორმალიზაცია.
საშოს ფლორის აღდგენა აუცილებელი ეტაპია უშვილობის მკურნალობაში. ფლორის ნორმალიზაცია და საშვილოსნოს ყელის ლორცოს წებოვნების დაქვეითება აადვილებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში.
უშვილობის ქალის ფაქტორი: საშვილოსნოს ყელის ლორწოს ქიმიური ზემოქმედება და გავლენა სპერმატოზოიდებზე,რამაც შესაძლოა შეაფერხოს მათი შეღწევადობასაშვილოსნოს ღრუში. შესაძლებელია სპეციალური ვაგინალური სანთლების გამოყენება ოვულაციის დროს, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს სპერმატოზოიდების შეღწევადობას საშვილოსნოს ღრუში. ეს ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანია ოლიგოზოოსპერმიის და ასტენოზოოსპერმიის დროს.

 

სიახლე ფიტოესტროგენები საშოს სანთლების შემადგენლობაში
აუმჯობესებენ ენდოგენური ესტროგენების ფუნქციას
ასტიმულირებენ კოლაგენის და ელასტინის სინთეზს
უზრუნველყოფენ საშოს ლორწოვანის ნორმალურ ფუნქციონირებას
აღადგენენ საშოს ელასტიურობას

დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.