თირკმლის კისტა


თირკმლის კისტა
თირკმლის კისტა მიეკუთვნება კეტილთვისებიან წარმონაქმნებს (საუბარია თირკმლის მარტივ კისტაზე, რთული კისტა წარმოადგენს კიბოსწინარე მდგომარეობას). თირკმლის კისტის კლინიკური ნიშნები მწირეა. უმეტეს შემთხვევაში კისტა ან კისტები ვლინდება ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს. დიდი ზომის კისტები იწვევს გარკვეული ხასიათის ტკივილს წელის არეში, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება და მენჯ-ფიალური სისტემის შეგუბება. კისტების მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს.
ძირითადად პაციენტი საჭიროებს ექოლოგიურ კონტროლს, დიდი ზომის და სიმპტომური კისტების დროს ხდება მათი დაცლა სპეციალური გრძელი ნემსით ექოსკოპიური კონტროლის ქვეშ ( ამ მანიპულაციის შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ხდება სითხის გაგროვება კისტაში). ოპერაცია დღეს უკვე შესაძლებელია ლაპაროსკოპიული მიდგომით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.