ეპიდიდიმიტი-ორქიტი


ორქიტი ეწოდება სათესლე ჯირკვლის ანთებას, ხოლო ეპიდიდიმიტი არის სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. ამ დაავადებაბის ძირითადი მიზეზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (იხილეთ გვერდი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. უშვილობა და ქლამიდიოზი (ქლამიდიოზით დაავადებულთა 68,9%-ში სპერმოგრამა უვარგისია განაყოფიერებისათვის. აქედან გამომდინარე თანამედრო რეკომენდაციებით ყველა უშვილო მამაკაცში უნდა გამოირიცხოს ქლამიდიოზი. მამაკაცში ქლამიდიოზი უნდა დადგინდეს რაც შეიძლება ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება ვრცელდება ქალზე და იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს რაც განაპირობებს უშვილობას). ), საშარდე სისტემის ინფექციები, მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი (იხილეთ მამაკაცთა უროლოგია, შემდეგ გვარდი ქრონიკული პროსტატიტი). ეს დაავადებები ვლინდება სათესლე ჯირკვლის და მისი დანამატის ზომებში მომატებით, მტკივნეულობით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით. ამ დროს აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოდ უროლოგს რამეთუ დროულათ იქნას დაწყებული მკურნალობა. ორქითი და ეპიდიდიმიტი უნდა განვასხვავოთ წყალმანკისგან, სათესლე ჯირკვლის სიმსივნისგან, სათესლე ჯირკვლის ან მისი დანამატის კისტებისგან, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვისგან. ანუ, არსებობს მთელი რიგი დაავადებები რამაც შეიძლება მოგვცეს მსგავსი ჩივილები, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობის დაწყება და უყურადღებობა.
სათასლე ჯირკვლის და მისი დანამატის ხშირი და ორმხრივი ანთებითი პროცესები შეიძლება დახდეს უშვილობის და პოტენციის დაქვეითების მიზეზი. ხშირად ქრონიკული ანთებითი პროცესი ხდება მუდმივი ხასიათის ტკივილის მიზეზი სათესლე ჯირკვლებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

 

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.