ვაგინალური კანდიდოზის და ტრიქომონიაზის როლი ქვედა საშარდე გზების მორეციდივე ინფექციებში


კანდიდოზური ვულვოვაგინიტი ეწოდება საშოს და ბადეების ლორწოვანის ინფექციურ დაზიანებას რაც არის გამოწვეული საფუარასმაგვარი სოკოებით – კანდიდა ჩანდიდა.
კანდიდოზური ვულვოვაგინიტის სიხშირე ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა. აშშ ყოველწლიურად ფიქსირდება 13 მილიონი შემთხვევა. ორსულობის დროს კანდიდოზური ვულვოვაგინიტის სიხშირე შეადგენს 40 – 46% და წარმოადგენს ორსულობის მრავალი გართულებების მიზეზს (ნაყოფის სიკვდილიანობა იზრდება 1,5 ჯერ, ნაყოფის და ახალშობილის ინფიცირების რისკი 2,4 ჯერ). კანდიდოზური ვულვოვაგინიტი გხვდება 100% შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების დროს და 70% საწყისი დასაშუალო სიმძიმის დროს. ხშირია ონკოლოგიური დაავადებების დროს – 30%. სქესობრივად აქტიურ გოგონების 75% აღენიშნება კანდიდოზური ვულვოვაგინიტი. 5 – 15% კანდიდოზური ვულვოვაგინიტი ატარედს რეციდიულ ხასიათს, მუდმივი გამწვავევებით.
კანდიდოზური ვულვოვაგინიტს ახასიათებს მიმდინარეობის და არსებობის ხანგრძლივი პერიოდი, ხშირი რეციდივებით, გავრცელება ლორწოვანის სიღრმეში, მეზოდელ ორგანოებზე გავრცელება, ასევე გენერალიზირებული კანდიდოზის ფორმების განვითარება.
უროლოგიური თვალსაზრისით კანდიდოზური ვულვოვაგინიტი ხელს უწყობს საშოს ფლორის დისბიოზის დარყვევას, ამით სარგებლობს ნაწვავის ჩხირი (საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი უხშირესი ბაქტერია), რომელიც შორის არედან საშოში მრავლდება და აქედან შარსადენი მილის დავლით ადვილათ აღწევს შარდის ბუშტამდე. ამ ბაქტერიის მუდმივი არსებობა საშოში განაპირობებს ქვედა საშარდე გზების ინფექციის რეციდივირებას. აღნიშნული მომენტი და კერძოდ კანდიდოზური ვულვოვაგინიტის არსებობა აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული უროლოგის მიერ.
კანდიდოზური ვულვოვაგინიტს ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები და მიზეზები
ფიზიოლოგიური
ორსულობა
მენსტრუაცია
ენდოკტინული
შაქრიანი დიაბეტი
ჰიპოთერიოზი
მედიკამენტები
ანტიბიოტიკები
პრედნიზოლონი და მისი ნაერთები
იმუნოსუპრესორები
ქიმიოტერაპია
სხივური თერაპია
კონტრაცეპტივები
სინტეტიკური საცვალი
სქესობრივი აქტის დროს ლორწოვანის დაზიანება
სპირალი
ალერგიული დაავადებები
ჰიპოვიტამინოზი
სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები
კანდიდოზური ვულვოვაგინიტის კლინიკური გამოვლინება
კანდიდოზური ვულვოვაგინიტის მწვავე ფორმა–
ლორწოვანი გარსების სიწითლე, შეშუპება, ხაჯოს მაგვარი გამონადენი (ჭარბი ან ზომიერი რაოდენობით).
თუ ამგვარი ჩივილები გრძელდება 2 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში საქმე გვაქვსქრონიკულკანდიდოზური ვულვოვაგინიტთან.
მორეციდივეკანდიდოზური ვულვოვაგინიტი ეწოდება 4 ან მეტ გამწვავებას 12 თვის განმავლობაში. 5 – 15% კანდიდოზური ვულვოვაგინიტი ატარებს მორეციდივე ხასიათს.

 

კითხვა– ვარ 23 წლის, 2 წელია რაც გავთხოვდი, ამ დროის განმავლობაში თითქმის ყოველ თვე მაქვს ცისტიტი, ეხლაც ამ კითხვას რომ გწერთ. მრავალჯერ ვიმკურნალე, შედეგი არ ჩანს. იქნებ თქვენ დამეხმაროთ.

პასუხი– მესმის თქვენი, ამგვარი რამ მართლაც შესაძლებელია. ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ქრონიკულ ცისტიტთან, რომლის ყოველი გამწვავება არის გამოწვეული სქესობრივი აქტით. ხოლო ამის მიზეზი არის საქალწულე აბგის ნარჩენები, რაც იწვევს შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის საშოში შებრუნებას და საშოს შიგთავსის – ლორწოს, ბაქტერიების შარდის ბუშტში მოხვედრას. ტრადიციული ანტიბაქტერიული მკურნალობის შედეგი დროებითია და ნელნელა კარგავს ეფექტს.საბოლოო გამოსავალი ძალზედ მარტივია – მინი ოპერაცია რამეთუ გამონთავისუფლდეს შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება ქრონიკული ცისტიტი შარდის ბუშრის ლორწოვანის შეუქცევადი დაზიანებით რისი მანკურნება ძალზედ ძნელია.

სიახლე – ქლამიდიოზის დადგება. შარდსადენი მილიდან აღებული ნაცხის ან შარდის გამოკვლევა პცრ მეთოდით. შედეგის დადგენა ხორციელდება ანალიზის გაგზავნით ევროპაში.

სიახლე ფიტოესტროგენები საშოს სანთლების შემსდგენლობაში
აუმჯობესებენ ენდოგენური ესტროგენების ფუნქციას
ასტიმულირებენ კოლაგენის და ელასტინის სინთეზს
უზრუნველყოფენ საშოს ლორწოვანის ნორმალურ ფუნქციონირებას
აღადგენენ საშოს ელასტიურობას

დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.